ეს შეიძლება საინტერესო იყოს შენთვის

ბაკურიანი

ავტორი: admin თარიღი: 24th ოქტ 2012

ბაკურიანიბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში (ზღვის დონიდან 1700 მ-ზე). მას გარს არტყავს წიწვოვანი მცენარეებით დაფარული მთები. ზამთარი ცივია, მაგრამ არამკაცრი. დღეები ყოველთვის მზიანია და სასიამოვნო. ფიჭვის სურნელით გაჯერებული ჰაერი აქტიურ დასვენებას უწყობს ხელს.
ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 წელს ბაკურიანი წარადგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.
ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია.
სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.



კატეგორია: საქართველო
ტეგები:

გვიპოვეთ FACEBOOK-ზე

არქივები